У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ჟანრი დრამა ბიოგრაფია
დამდგმელი რეჟისორი გიორგი შენგელაია
სცენარის ავტორი გიორგი შენგელაია
ერლომ ახვლედიანი
როლებში ავთანდილ ვარაზი
ბორის წიფურია
კომპოზიტორი ვახტანგ კუხიანიძე, ნოდარ გაბუნია
ხმის ოპერატორი ოთარ გეგეჭკორი
ოპერატორი საშა რეხვიაშვილი, დუდარ მარგიევი
მონტაჟი მანანა ყარალაშვილი
მხატვარი ავთანდილ ვარაზი
ვასილ არაბიძე
კინოსტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1969
ხანგრძლივობა 86 წთ.
ქვეყანა სსრკ
ენა ქართული
ავთანდილ ვარაზი - ნიკალა
ბორის წიფურია - დიმიტრი
ზურაბ ქაფიანიძე - უშანგი
ნიკალა მირზაანიდან ქალაქში მიემგზავრება და მატარებლის გამყოლად იწყებს მუშაობას. მუშაობისას მცირეოდენ ფულს დააგროვებს და მაღაზიას გახსნის. ნიკალა ღარიბ-ღატაკთა მიმართ ხელგაშლილია, ამიტომ იძულებული ხდება, მაღაზია დაკეტოს და დუქნების მოხატვით ირჩენს თავს. ერთ-ერთ დუქანში პროფესიონალი მხატვრები ნიკალას ნამუშევრებს ნახავენ და მოიხიბლებიან. ისინი ფიროსმანს მოძებნიან და მხატვართა შეკრებაზე მიიწვევენ. პროფესიონალები ნიკალას ხელოვნებას არ აღიარებენ და გაზეთში მის კარიკატურას გამოაქვეყნებენ. მარტოსული და ავადმყოფი ნიკალა სიღატაკეში, კიბის ქვეშ დაასრულებს სიცოცხლეს.