Monday, 17 August, 2026г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ნექტარიოს პენტაპოლელი (ათონის მთა) ილარიონ ქართველი ყანჩაველი

ნექტარიოს პენტაპოლელი (ათონის მთა) ილარიონ ქართველი ყანჩაველიУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
neqtarios pentapoleli (atonis mta) ilarion qartveli yanchaveli (ქართველები ათონის მთაზე) ღირსი მამა ილარიონ ქართველი წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელი სიყრმიდანვე დაშორდა მშობლებს და ქალაქში წავიდა სამუშაოდ. ძალზე უჭირდა. ერთხელ გამოსავალი ნახა _ ბავშვური სიწრფელით უფალს წერილი მისწერა: `ჩემო ქრისტე, მე არც წინსაფარი მაქვს, არც ფეხსაცმელი, გთხოვ გამომიგზავნო. შენ ხომ იცი, როგორ მიყვარხარ!~ ჩადო კონვერტში, წერილს წააწერა: `უფალ იესო ქრისტეს ზეცაში~ და ფოსტისკენ გასწია. გზად მეზობელი შეხვდა. საით გაგიწევიაო, _ ჰკითხა. პასუხად ბიჭმა რაღაც წაიბუტბუტა. მომეცი წერილი, ფოსტისკენ მივდივარ და გაგიგზავნიო, _ შესთავაზა კაცმა. გახარებული ბიჭი შინ დაბრუნდა. მეზობელმა, საფოსტო ყუთში წერილის ჩაგდებას რომ აპირებდა, თვალი ჰკიდა უცნაურ მისამართს. ცთუნებას ვეღარ გაუძლო და წერილი გახსნა. წერილმა შეძრა კაცი. გადაწყვიტა, ბიჭისთვის მაშინვე პასუხი მიეწერა. კონვერტში ფულიც ჩადო და ბიჭს გაუგზავნა. `უფლის პასუხი~ რომ მიიღო ანასტასიმ (ასე ერქვა ერისკაცობაში წმინდანს), მაშინვე ახალი წინსაფარი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შეიძინა...
Мой аккаунт