Monday, 24 August, 2026г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ნინო გედევანიშვილის ლექცია - "დაღალატებული აღთქმები - მუზეუმების ორმაგი კილვატერი"

ნინო გედევანიშვილის ლექცია - "დაღალატებული აღთქმები - მუზეუმების ორმაგი კილვატერი"У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ნინო გედევანიშვილის საჯარო ლექცია ეროვნულ გალერეაში. თემა: დაღალატებული აღთქმები - მუზეუმების ორმაგი კილვატერი ინსტიტუციური კრიტიკა იყო კონცეპტუალურ ხელოვნებასთან ასოცირებული მხატვრული პრაქტიკა, მაგრამ ამევე დროს ეს იყო მოძრაობა, რომელიც ძნელად წარმოსადგენია სახელოვნებო სივრცის მიღმა არსებული სოციალური პროტესტის გარეშე. ინსტიტუციურ კრიტიკასთან ასოცირებული მხატვრებისთვის მამოძრავებელი ძალა იყო სახელოვნებო ინსტიტუციების მკაცრი ჩარჩოების გარღვევა, რომელიც იყო არა მუზეუმის კედლები არამედ უხილავი ქსელების მთელი სისტემა, რომელშიაც გადახლართული იყო პოლიტიკური ფასეულობების სისტემა, შეზღუდვები და რა თქმა უნდა ხელოვნების ავტონომიურობის საკითხი. ინსტიტუციური კრიტიკის წინაპირობების კონსტრუირებისას 1960-ანი წლების სოციალური პოლიტიკური და კულტურული კონტექსტის პარალელურად ლექციაზე განიხილება ყველაზე ხილული და ქმედითი ალტერნატივა, რომელმაც წერტილი დაუსვა არტ-ინსტიტუცებზე დამოკიდებულებას, უარი თქვა ტრადიციული ხელოვნების ობიექტების შექმნაზე და ქუჩებსა და საზოგადოებრივ სივრცეებში გადაინაცვლა. https://www.facebook.com/artspeaks.ng http://www.artspeaks-ng.blogspot.com http://artarea.tv
Мой аккаунт