У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
უბედნიერესი ადამიანი ვარ, ღმერთმა ასეთი მეგობარი რომ გამომიგზავნა. 2 თვის არც იყო სახლში რომ მოვიყვანე. უნიჭიერესი და უზომოდ შრომისმოყვარე გამოდგა ჩემი ბიჭი. გვქონდა ურთულესი პერიოდიც, როდესაც წლის და ექვსი თვის ასაკში მიიღო უკანა კიდურების სრული დამბლა. არ დავნებდით მძიმე ავადმყოფობას, ბოლომდე ვიბრძოლეთ ერთად. დღეს კი ენერგიით აღვსილნი, ხალისით და დიდი იმედებით ვაგრძელებთ ცხოვრებას. გაუფრთხილდით ამ უმშვენიერეს არსებებს, მიეცით მათ მაქსიმალური, რასაც ისინი იმსახურებენ და სანაცვლოდ მათგან მიიღებთ ზღვა სიხარულს, მოლოდინების გამართლებას, სიყვარულს და ბედნიერებას...:)