Sunday, 21 June, 2026г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ფოტოგამოფენა "საგანძური"

ფოტოგამოფენა "საგანძური"У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის დარბაზში გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს -- პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების 35 და დაბადების 80 წლის იუბილის ფარგლებში განხორციელებული პროექტის - ფოტოგამოფენა „საგანძური" - დასკვნითი ღონისძიება. პროექტის გამორჩეულ მონაწილეებს მიენიჭათ „საგანძურის მეგობრის" წოდება. პროექტის ავტორებმა და ორგანიზატორებმა შეაჯამეს მიმდინარე წლის საქმიანობა და წარმოადგინეს პროექტის მომავალი განვითარების გეგმები და ინიციატივები. წარმოდგენილი იქნა „საგანძურის" საქართველოს რეგიონებში მოგზაურობის ამსახველი მასალა ასევე ინიციატივა „საგანძურის" მოგზაურობის შესახებ უცხოეთში. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, წმინდა სინოდის წევრები, უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, „საგანძურის" მასპინძელი რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა უამღლესი სასწავლებლების სტუდენტები. პროექტის ფარგლებში ფოტოგამოფენამ უკვე იმოგზაურა მცხეთაში, სტეფანწმინდაში, სიღნაღში, თელავში, წინანდალში, ყვარელში, გურჯაანსა და რუსთავის #16 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. ექსპოზიციის მოწყობის პარალელურად ყველა დამთვალიერებლისათვის მოეწყო შემეცნებითი პროგრამა: მიმოხილვითი ექსკურსიები, თემატური შეხვედრები. პროექტი განხორციელდა საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი ორგანიზებით. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge http://www.youtube.com/user/culturegovge http://www.flickr.com/photos/culturegovge/ http://www.myvideo.ge/?user_id=855045
Мой аккаунт