Saturday, 04 July, 2026г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ფოტოგამოფენა "სირია: მხილება"

ფოტოგამოფენა "სირია: მხილება"У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
დ.შევარდნაძის სახლობის ეროვნულ გალერეაში, თბილისის საერთაშორისო ფოტოფესტივალის „Tbilisi Photo Festival 2012" ფარგლებში შედგა მსოფლიო პრემიერა ფოტოსერიისა „სირია: მხილება". გამოფენა ფოტოგრაფთა იმ პატარა ჯგუფის ფოტოებს აერთიანებს, რომლებმაც უკანასკნელი თვეების მანძილზე სირიაში მიმდინარე დრამატული პოლიტიკური მოვლენების განვითარების დოკუმენტირება შეძლეს. ზოგიერთ მათგანს ეს დიდი რისკის, ზოგსაც კი სიცოცხლის ფასად დაუჯდა; ახალგაზრდა ფრანგი ფოტოჟურნალისტი რემი ოშლიკი 22 თებერვალს, ქალაქ ჰომსში, ბაშარ ალ-ასადის შეიარაღებული ძალების მიერ უცხოელ ჟურნალისტთა პრეს-ცენტრის დაბომბვის შედეგად დაიღუპა. გამოფენა რემი ოშლიკის გარდა, ალესიო რომენცის, პოლ კონროის, უილიამ დენიელსის, სტეფან დოკის, სეამუს მერფისა და უცნობი სირიელი ფოტოგრაფების ნამუშევრებს აერთიანებს და სირიაში მიმდინარე მოვლენების ამსახველი სულისშემძვრელი დოკუმენტაციაა. web-page: http://www.mcs.gov.ge faceebook: http://www.facebook.com/culturegovge twitter: http://twitter.com/#!/CULTUREgovge youtube: http://www.youtube.com/user/culturegovge flickr: http://www.flickr.com/photos/culturegovge/ myvideo: http://www.myvideo.ge/?user_id=855045
Мой аккаунт