ფარახეთის თემი ონის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის და მოიცავს ხუთ სოფელს: სევა, ფარახეთი, შარდომეთი, ჭიბრევი, ახალი ჩორდი. თემში მოსახლეობის რაოდენობა 1040 კაცს შედგენს, აქედან მუდმივი მოსახლე არის 240, დამსვენებელი (თემიდან მიგრირებულები) -800. ამ სოფლებიდან ყველაზე მეტი მოსახლე არის სოფელ სევაში.
ფარახეთის თემი მუნიციპალიტეტის ცენტრამდე დაშორებულია 13 კილომეტრით, ხოლო რეგიონალურ ცენტრამდე, ქალაქ ამბროლაურამდე - 21 კილომეტრით. თემში შემავალი სოფლებიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ემსახურება სოფელ ჭიბრევს, ფარახეთს, შარდომეთს და ახალ ჩორდს. სოფელი სევა ყოველი კვირის ხუთშაბათს სარგებლობს კომერციული ტრანსპორტით, დანარჩენი სოფლები სარგებლობენ ონი-ამბროლაურის ავტობუსით (ნაწილობრივ); ყველა სახის გადაადგილება ჭირს სოფელ ჭიბრევში, ხოლო დანარჩენ ოთხ სოფელში მხოლოდ დიდთოვლობის დროს (იანვარ-თებერვალში).
ფარახეთის თემში შემავალი სოფლების სარჩო-საბადებლის ძირითადი წყაროებია: მეძროხეობა, მეღორეობა, მეხილეობა, მევენახეობა.
პროდუქტების წარმოება-რეალიზება ძირითდად ხორცისა და რძის ნაწარმის სახით ხდება, ხოლო ხილს, ლორს და ყურძენს მოსახლეობა პირადი მოხმარებისათვის იყენებს.
სოფელ სევაში და ფარახეთში მეცხოველეობის, მეღორეობისა და მეფუტკრეობის განვითარების დიდი რესურსი არის. ამ სოფლებში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ყოფილი მეცხოველეობის ფერმის ტერიტორიაზე სასილოსე და სენაჟის დასმზადებელი ორმოები (ამ ორმოებში დამზადებულ საკვებს იყენებენ პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით). სოფელ სევიდან და ფარხეთის ფერმებიდან წარმოებული პროდუქტებით რამდენიმე წლის წინ მარაგდებოდა ქ. ონის კვების ობიექტები და სასურსათო მაღაზიები.
ფარახეთის თემში არსებული სოფლების სახელმწიფო საკუთრებაში შემავალი არსებული მიწა შედგენს 1977 ჰექტარს.
კერძო საკუთრებაში არსებული- მიწა-392 ჰექტარია.
ვენახების საეთო ფართობი-3, 9 ჰა
ბოსტნების საერთო ფართობი_0, 6 ჰა
სათიბების საერთო ფართობი_948 ჰა
ბუჩქნარის ფართობი_480 ჰა
მოსახლეობის კარ-მიდამოს უკავია_159 ჰა