ელიტ ელექტრონისმა შემოდგომის სეზონი დაუჯერებლად დაბალი ფასებით დაიწო და ოქტომბერი კულინარიის თვედ გამოაცხადა. რაც გულისხმობს იმას, რომ სწორედ ამ პერიოდში ელიტ ელექტრონიქსი საქართველოს მოსახლეობისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომს ხდის სამზარეულოს ტექნიკას, როგორიც არის გაზქურები, სამზარეულოს ჩასაშენებელი ტექნიკა და სხვა უამრავი წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
14 ოქტომბრიდან ერთი კვირის განმავლობაში, ყველაზე დიდი, საშემოდგომო ფასდაკლება გელოდებათ ელიტ ელექტრონიქსის ყველა ფილიალში. ელიტ ელექტრონიქსი მომხმარებელს უამრავ აქციას სთავაზობს საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიმართულებით, აქციის ფარგლებში უპრეცედენტოდ დაბალი ფასები ყველა ბრენდის ტექნიკას შეეხება. მაგალითად სამსუნგის 6 კილოგრამიანი სარეცხი მანქანა 499 ლარი, ბოშის გაზქურა 559 ლარი და ასევე ჰიტაჩის ბრენდის 81 სანტიმეტრი დიაგონალის მქონე ტელევიზორი სულ რაღაც 439 ლარი ეღირება.
ამასთანავე, ელიტ ელექტრონიქსი იწყებს პროექტს „ელიტ შეფ მზარეული“ სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ელიტ ელექტრონიქსის ყველაზე დიდ მაღაზიაში გამოცდილი შეფ მზარეულები დაამზადებენ სხვადასხვა კერძებს ყოველ პარასკევს. ამას ერთად, ელიტ ელექტრონიქსი მომხმარებელს ონლაინ კონკურს სთავაზობს „ელიტ შეფ მზარეული“. ნებისმიერ მსურველს ელიტ ელექტრონიქსის ფეისბუქის გვერდზე შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია სადაც უნდა დაწეროთ თქვენი საყვარელი კერძის თქვენეული რეცეპტი და მომზადების პროცესში გადაღებულ ფოტო სურათთან ერთად გააგზავნოთ. გამოვლინდება 10 გამარჯვებული, 5 ლაიკებით და 5-ს შეარჩევს ელიტ ელექტრონიქსის გამოცდილი ჟიური - ქორთიარდ მარიოტის შეფ მზარეული - პედრო ლეივა და რუსთავი 2-ის დილის სამზარეულოს წამყვანი - ნინო ხაჟომია. გამარჯვებულებს საჩუქრად გადაეცემათ საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ამასთანავე სტაჟირება მარიოტის შეფ მზარეულთან.