შეკვეთილში, მდინარე ნატანების კალაპოტში ნარჩენების დამჭერი მოწყობილობების მონტაჟი მიმდინარეობს
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
შეკვეთილში, მდინარე ნატანების კალაპოტში ნარჩენების დამჭერი მოწყობილობების მონტაჟი მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები ტურისტული სეზონისათვის მზადების ღონისძიებათა პროგრამისა და შავი ზღვის სანაპიროს დაბინძურების საწინააღმდეგოდ გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში ტარდება. საპილოტე პროექტი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კვლევის საფუძველზე და მისი რეკომენდაციით ხორციელდება და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სანაპირო ზოლის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.