Monday, 10 August, 2026г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

შვედეთი საქართველოს მყარი ნარჩენების მართვაში დაეხმარება

შვედეთი საქართველოს მყარი ნარჩენების მართვაში დაეხმარებაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, შოთა მურღულია, დღეს შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტოს პროგრამის მენეჯერს, ოლეგ იზიუმენკოსა და საქართველოში შვედეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი მხარეებს შორის მყარი ნარჩენების მართვის კუთხით თანამშრომლობას შეეხო. „შვედეთი მზად არის, ქართულ მხარესთან სამწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმოს," - განაცხადა ოლეგ იზიუმენკომ, - „ჩვენ განვახორციელებთ საპილოტე პროექტს, რომლის მიზანიც არსებული ნაგავსაყრელების დახურვა იქნება. გარდა ამისა, ვფიქრობთ, შევძლებთ, ქმედითი დახმარება გაგიწიოთ კადრების გადამზადების თვალსაზრისით; ასევე, შევქმნათ ნარჩენების მართვის რამდენიმე თანამედროვე მოდელი, რომელთაგან თქვენ სასურველ ვარიანტს შეარჩევთ." საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ახალი შექმნილია და სამინისტრო თანამშრომლობის ამგვარი განვითარების მოხარული იქნება. „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო თანამშრომლობა. ასეთი სტრუქტურა აქამდე არ არსებობდა. მეტიც, ნარჩენების სტატისტიკის მოწესრიგებაც ჩვენ მოგვიხდა, რადგან, წინა ხელისუფლების დროს, მეტი ნაგვის გაწერა ბიუჯეტიდან მეტი შემოსავლის მიღებას ნიშნავდა, შესაბამისად, მაშინდელი ციფრები რეალობას არ ასახავდა, " - განაცხადა შოთა მურღულიამ - „ამ სფეროში ჩვენ გვჭირდება როგორც კადრების გადამზადება, ისე ჩვენი მოთხოვნებისა და შესაძლებლობების ადეკვატური სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება."
Мой аккаунт