FB Profile : Evila Metreveli
ნაზად აჟღერდნენ ცისკრის ზარები,
მიმოიფანტნენ ღრუბლები ნელა,
ზღურბლზე გამოჩნდა მზის ოქროს ეტლი,
გვერდს უმშვენებდა მნათობი ყველა.
ზეცამ ჩაიცვა კაბა დედოფლის,
მზემ დააბნია სხივები ნელა,
შესციცინებდა თავის დედოფალს,
თითქოს რაღაცის სურდა გამხელა
ბლოს ამოთქვა თავის სათქმელი,
რაც გულში ქონდა სათქმელი ყველა,
გასაკვირია, მაგრამ რატომღაც
მნათობთაც უჭირთ დარდის გამხელა.
ტანჯვას და გრძნობას, ნაზსა და სათუთს
მას სიყვარული ჰქვია სახელად
და ამ სიყვარულს როცა ამოთქვამ,
მაშინ კი შესძლებ შენ თავის შველას...
შეიგრძნობ ძალას ზეციურს, წმინდას
ამ ნატვრით ცხოვრობს ამქვეყნად ყველა.
გულით ტარებას დარდსა და ვიშვიშს,
სჯობს სიყვარულის დროზე გამხელა!
"სიყვარულსა მალვა უნდა"
ასე სწამდა ჩემს ხალხს ძველად,
სიყვარულით გულ დატანჯულს
ვფიქრობ დროზე უნდა შველა.
ბევრი ფიქრი, ბევრი დარდი,
სულს ტანჯავს და კაცს კლავს ნელა.
გაუმხელელს გამხელა სჯობს!!!
რათა სულის შევძლოთ შველა...