У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
2011 წლის, 6 ოქტომბერს, სასტუმრო თბილისის მარიოტში ტრასეკას სამთავრობათაშორისი კომისიის მუდმივმოქმედი სამდივნოს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობენ ტრასეკას წევრი 13 ქვეყნის ეროვნული მდივნები, შეხვედრას გახსნის ტრასეკას სამთავრობათაშორისი კომისიის მუდმივმოქმედი სამდივნოს გენერალური მდივანი ედუარდ ბირიუკოვი. ქართულ მხარეს წარმოადგენს „ტრასეკას" ეროვნული მდივანი საქართველოში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი და ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ია ჯანაშია. შეხვედრაზე განიხილავენ ტრასეკას პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტების განხორციელების საკითხებს. აღნიშნული შეხვედრის პარალელურად გაიმართება სამუშაო ჯგუფის სხდომა ტრასეკას სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის დონის ამაღლებაზე. აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრებიან ტრასეკა წევრი ქვეყნების ტრანსპორტის სამინისტროების, ნავსადგურების და რკინიგზების, წარმომადგენლები. სხდომის მთავარი თემაა ტრასეკას (ევროპა--კავკასია--აზიის სატრანსპორტო დერეფანი) ერთიანი სატარიფო პოლიტიკის შემუშავება და აგრეთვე სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდა; ტრასეკა - ტრანსპორტთან დაკავშირებული ერთ--ერთი დიდი ინიციატივაა, რომელსაც ევროკავშირი მეზობელი ქვეყნების მიმართ ახორციელებს. 1993 წლიდან დღემდე დერეფნის წევრ ქვეყნებში განხორცილებეულია 60--ზე მეტი ტექნიკური დახმარების და 14 საინვესტიციო პროექტი. ტრასეკას საინვესტიციო პაკეტის ფარგლებში საქართველოში 25 მლნ ევროს ინვესტიცია განხორციელდა.