У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საინიციატივო ჯგუფიდან ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვლადიმერ ვახანიამ, ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი -- ქართულ ოცნებას" შესთავაზა, განიხილოს მისი კანდიდატურა ირაკლი ალასანიას ნაცვლად. ამის შესახებ ყოფილმა პატიმარმა დღეს ზუგდიდში, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.ვლადიმერ ვახანიას თქმით, იგი მხარდაჭერას უცხადებს კოალიციას და ირაკლი ალასანიას, მაგრამ აქვე დასძენს, რომ საკუთარი კანდიდატურის მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს. ვახანია ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავს ირაკლი ალასანიასთან.