Saturday, 08 August, 2026г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ხოხობი, რომელმაც იხვის ჭუკები გამოჩეკა და იშვილა / The pheasant that hatched and adopted ducklings

ხოხობი, რომელმაც იხვის ჭუკები გამოჩეკა და იშვილა / The pheasant that hatched and adopted ducklingsУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ზოოპარკში ერთი ვოლიერი გვაქვს, სადაც იხვები და ხოხბები ერთად ცხოვრობენ. რამდენიმე ხნის წინ იხვებმა მყუდრო კუთხე ამოარჩიეს და კვერცხები დადეს. მეზობელმა ხოხობმა იმდენ ხანს უყურა იხვებსა და მათ კვერცხისდებას, თავადაც მოუნდა დედობა... ალბათ სულ შვილებზე ოცნებობდა დღედაღამ და იმდენად გაიტაცა ოცნებამ, ბოლოს თვითონ მოკრუხდა. დიდხანს აღარ უფიქრია, გაკრუხკრუხდა და პირდაპირ იხვის კვერცხებზე მოკალათდა გამოსაჩეკად. საერთოდ ხოხობი იხვებზე აგრესიულია, ამიტომ კვერცხების ნამდვილი პატრონები ახლოს აღარ მიაკარა ბუდეს, საბოლოოდ დაისაკუთრა კვერცხები და აი შედეგიც - გამოჩეკა მითვისებული ჭუკები და ახლა შესანიშნავ დედობას უწევს სხვის ყვიტყვიტა შვილებს. მწყემსავს, ასეირნებს, წვიმის დროს ფრთების ქვეშ მალავს და ათბობს. შვილებწართმეული იხვები შეგეცოდათ? არ ინაღვლოთ. ახალი კვერცხები დადეს და მალე მათ გამოჩეკასაც გახარებთ... ასე რომ, ყველა კმაყოფილია. იხვებიც, მათი კვერცხებიც და ჭუკებიც, ასეთი ლამაზი და ჭრელი დედა რომ იშოვნეს... თუმცა ყველაზე ბედნიერი მაინც ჩვენი ისტორიის მთავარი გმირი ხოხობია... / The pheasant hatched and adopted ducklings in Tbilisi Zoo.
Мой аккаунт