არა „მწვანე პასპორტებს“: თბილისში ახალი საპროტესტო აქცია გაიმართა - ვიდეო
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
თბილისის ცენტრში დემონსტრანტებმა მსვლელობა გამართეს ლოზუნგებით „არა კოვიდ-პასპორტებს!“, „არა კოვიდ-ტერორს!“
აქციის მონაწილეებმა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან მთავრობის ადმინისტრაციის შენობამდე გამართეს. წვიმისა და სიცივის გამო, წინა აქციებთან შედარებით, ნაკლები ადამიანი გამოვიდა ქუჩაში.
მწვანე პასპორტების წინააღმდეგ აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ნოემბრის ბოლოდან იმართება. „მწვანე სტატუსი“ ქვეყანაში 1 დეკემბრიდან ამოქმედდა, რამაც პროტესტი გამოწვია საზოგადოების იმ ნაწილში, რომელსაც აცრა არ სურს.
„მწვანე სტატუსი ენიჭებათ აცრილ და კოვიდ-გადატანილ პირებს, ასევე სამდღიანი „მწვანე სტატუსი“ ენიჭებათ მათ, ვინც „პისიარ-ტესტირებას“ ჩაიტარებს, ხოლო სწრაფ ტესტზე სტატუსი ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს.