Wednesday, 14 May, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ახლა უკვე დაცულები ვართ: ვაქცინის გამომცდელი მოხალისეები საავადმყოფოდან გაეწერნენ

ახლა უკვე დაცულები ვართ: ვაქცინის გამომცდელი მოხალისეები საავადმყოფოდან გაეწერნენУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
პირველი მოხალისეები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გამოცდაში მონაწილეობდნენ, ბურდენკოს სახელობის სამხედრო ჰოსპიტალიდან გაეწერნენ. მედიკოსები 28 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ გამოსაცდელების ორგანიზმის რეაქციას პრეპარატზე და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და სერიოულ გვერდით რეაქციებს არ იწვევს. საავადმყოფოდან გაწერის წინ ყველა მოხალისეს აუღეს სისხლი, რომლის ანალიზმაც აჩვენა, რომ ორგანიზმში კორონავირუსის ანტისხეულებმა და იმუნიტეტმა დაიწყო გამომუშავება. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები ამბობენ, რომ ინფექციაზე გამარჯვების ზეიმი ჯერჯერობით ნაადრევია — პრეპარატმა ჯერ ტავისი ეფექტურობა უნდა დაამტკიცოს. გამოცდის შემდგომ ეტაპებზე მედიკოსები იმუნიტეტის ხანგრძლივობას შეისწავლიან, რომელიც ბაქცინირებული ადამიანების ორგანიზმში გამომუშავდა. ამასთან ასევე მწვავედ დგას პრეპარატის წარმოებაში ჩაშვების ვადების საკითხიც. სპეციალისტების თქმით, ვაქცინის მასიური წარმოება ჯანდაცვის სამინისტროს დამტკიცებიდან რამდენიმე თვის შემდეგ შეიძლება დაიწყოს.
Мой аккаунт