COVID-19-ის მეორე ტალღა: საქართველოში აკრძალვები წესდება
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო, ამაზე გაუარესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაც მეტყველებს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, რა ზომებს მიიღებენ „უხილავი მტრის“ დასამარცხებლად
აიკრძალა მრავალრიცხოვანი ქორწილები, დაბადების დღეები, სარიტუალო ღონისძიებები კვლავ დაშვებულია. ასევე შეიზღუდა კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში 200 კაცზე მეტის მონაწილეობა.
დიდი ქალაქების სკოლებში სწავლის დაწყება გადაიდო - ბავშვები ჯერ-ჯერობით დისტანციურად ისწავლიან. დადის ჭორები, რომ მეორე ლოკდაუნი ახლოსაა, ვინაიდან ახალი დაინფიცირებულების რაოდენობა დღითი დღე რეკორდულად იზრდება.
თუმცა ხელისუფლება იმედს იტოვებს, მიუხედავად დაავადებულთა რაოდენობის ზრდისა, პანიკის საფუძველი არ არსებობს და ჯანდაცვის სისტემა მზადაა ინფიცირებულთა რიცხვის ზრდისათვის.