Wednesday, 14 May, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

პატარძალი აქციაზე: საქართველოში დღესასწაულების დაშვებას ითხოვენ - ვიდეო

პატარძალი აქციაზე: საქართველოში დღესასწაულების დაშვებას ითხოვენ - ვიდეოУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
თბილისში მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ უჩვეულო საპროტესტო აქცია გაიმართა. მონაწილეებს შორის იყვნენ ფოტოგრაფები, ვიდეო-ოპერატორები, მომღერლები, მუსიკოსები, კორპორატიული საღამოების წამყვანები და დიზაინერები. ისინი მასობრივი ღონისძიებების გამართვის დაშვებას მოითხოვდნენ იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ ითხოვდა ასამდე ადამიანი ნებართვას ქორწილების, კორპორატიული საღამოებისა და დაბადების დღეების აღნიშვნის ნებართვას. ანალოგიური აქცია გაიმართა ბათუმშიც. საქართველოში, კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო, მასობრივი ღონისძიებების ჩატარება მარტის შუა რიცხვებიდან აიკრძალა. შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება, თუმცა როდის დაიშვება დიდი ღონისძიებების გამართვა, ჯერ-ჯერობით უცნობია. ამგვარად, event-ინდუსტრიის წარმომადგენლები შემოსავლების გარეშე დარჩნენ. ამ სფეროში საქართველოში დაახლოებით შვიდი ათასი ადამიანი იყო დასაქმებული. ფოტოგრაფების, ვიდეო-ოპერატორებისა და მუსიკოსების გარდა, ესენი არიან წამყვანები, ოფიციანტები, ბარმენები და მზარეულები.
Мой аккаунт