COVID-19 VS არჩევნები: ეშინიათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებსარჩევნებზე წასვლის?
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
მიუხედავად ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესებისა, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, ეშინიათ თუ არა ქვეყნის მოქალაქეებს კორონავირუსის გამო არჩევნებზე წასვლის.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. მასში მონაწილეობას 48 პარტია და ორი ბლოკი მიიღებს. ამომრჩევლები 150 დეპუტატიდან 120-ს აირჩევენ პროპორციული სისტემით, 30-ს კი - მაჟორიტარულით.
გარდა ამისა, ცალკეული რეგიონების მკვიდრები აირჩევენ მერებსა და რაიონული საკრებულოების დეპუტატებს.აჭარაში ამავე დღეს გაიმართება უზენაესი საბჭოს არჩევნებიც.
ამავდროულად, COVID-19-ით დაინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ორ ათასს მიუახლოვდა. ამ ფონზე ეპიდემიოლოგები ირწმუნებიან, რომ ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება.