საქართველოს კორონავირუსის მეორე ტალღა უტევს - ვიდეო
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო, ინფექციის გავრცელების შემთვევები დღითიდღე იზრდება.იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ რეაგირებენ სიტუაციაზე ხელისუფლება და ადგილობრივები
აჭარა კვლავ „წითელ ზონად„ რჩება - აქ ყოველდღე შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება, ხოლო მსხვერპლთა რაოდენობა მატულობს. ამავდროულად, ქვეყნის მოსახლეობა საგანგაშო სტატისტიკას ხედავს, თუმცა არავის სურს ახალი შეზღუდვების დაწესება.
ქვეყნის ხელისუფლება ირწმუნება, რომ მეორე ლოკდაუნი არ იქნება, რადგან ეკონომიკა ასე რყევას ვეღარ გაუძლებს. ამ ეტაპზე ცალკეულ საცხოვრებელ პუნქტებში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს.
აჭარაში აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და რესტორნების მუშაობა. მთელი ქვეყნის მასშტაბით აუცილებელია ნიღბების ტარება ტრანსპორტსა და მაღაზიებში. ძალაში რჩება ქორწილებისა და ქელეხების აკრძალვაც.