Tuesday, 25 August, 2026г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ქართული „მორტალ კომბატი“, ანუ გადამწყვეტი ბრძოლა მერების სავარძლებისთვის

ქართული „მორტალ კომბატი“, ანუ გადამწყვეტი ბრძოლა მერების სავარძლებისთვისУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
უკვე 30 ოქტომბერს საქართველოში გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართება ქალაქებისა და რაიონების მერების სავარძლებისთვის. Sputnik-საქართველო წარმოგიდგენთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევნების მეორე ტურის მთავარ მეტოქეებს საკულტო თამაშ „მორტალ კომბატის“ პაროდიით. ძირითადი ბრძოლა მეორე ტურში მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებსა და ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის გაიმართება. ვიდეოში ხილულად შეგიძლიათ ნახოთ, ვინ აცხადებს პრეტენზიას ამა თუ იმ ქალაქში მერის სავარძელზე. ჩვენ არც ის სუპერძალა დაგვვიწყებია, რომელიც თამაშის პერსონაჟებს ახასიათებს. ვიდეოში ეს ძალა ამ პოლიტიკური ძალების შემქმნელებისა და შთამაგონებლების - ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის სახით არის წარმოდგენილი. ვინ დაამარცხებს მეტოქეს და გაიმარჯვებს გადამწყვეტ ბრძოლაში - ამას მაყურებელიც გადაწყვეტს, რომელთა ხმებზეც არის დამოკიდებული ბრძოლის შედეგი.
Мой аккаунт