Wednesday, 14 May, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

მარადიული მტრები: ქართული არჩევნების მთავარი ინტრიგა

მარადიული მტრები: ქართული არჩევნების მთავარი ინტრიგაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
უკვე ხვალ, 31 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეებმა მეათე მოწვევის პარლამენტში 150 დეპუტატი უნდა აირჩიონ იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, რა არის ამ არჩევნების მთავარი ინტრიგა და რას უნდა მოველოდეთ მისი დასრულების შემდეგ. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს 48 პარტია და ორი ბლოკი. ამომრჩეველს მოუწევს 150 დეპუტატის არჩევა - 120 პროპორციული სისტემით და 30 - მაჟორიტარულით. მთავარი ინტრიგაა - შეძლებს თუ არა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ხელისუფლების შენარჩუნებას თუ ოპოზიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მეთაურობით გაიმარჯვებს? ხმის მიცემის შედეგები ისტორიული იქნება ნებისმიერ შემთხვევაში: თუ „ოცნება“ გაიმარჯვებს, ეს იქნება საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც პარტიამ ხელისუფლება მესამე ვადით შეინარჩუნა. თუ მთავრობაში მოვა ოპოზიცია - პირვბელად საქართველოს ისტორიაში ყოფილი მმართველი პარტია მართვის სადავეებს დაიბრუნებს
Мой аккаунт