Tuesday, 25 August, 2026г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

კატასტროფა ბათუმში: ადამიანების გადასარჩენად ყველაფერი კეთდება - ვიდეო

კატასტროფა ბათუმში: ადამიანების გადასარჩენად ყველაფერი კეთდება - ვიდეოУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ბათუმის ცენტრში საშინელი ტრაგედია მოხდა - ჩამოინგრა ხუთსართულიანი კორპუსის მთელი სადარბაზო, რომელსაც ზემოდან ორი სართული ქონდა დაშენებული ნანგრევებში მოყვნენ კორპუსის მცხოვრებები და შენობის მახლობლად მდგომი ადამიანები. რამდენიმე ადამიანი უკვე გადარჩენილია, მათ შორის არიან ბავშვებიც. თვითმხილველების თქმით, მათ ნანგრევებიდან ადამიანების ყვირილი ესმით. გადარჩენილები მაშველებს უხმობენ. ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები სოციალური ქსელებით შეტყობინებებს გზავნიან და დახმარებას ითხოვენ. ჯერ-ჯერობით უცნობია რა ბედი ეწია დაახლოებით ათ ადამიანს. ტრაგედია შუადღისას მოხდა, როდესაც ზრდასრულების დიდი ნაწილი სამსახურში იმყოფებოდა, ბავშვები კი - სკოლაში. სხვა შემთხვევაში ნანგრევებში სადარბაზოს მკვიდრი თორმეტივე ოჯახი აღმოჩნდებოდა. მიმდინარეობს კატასტროფის ზუსტი მიზეზის დადგენა.
Мой аккаунт