Wednesday, 14 May, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ქვების სეტყვა ჟურნალისტებისა და აქციის თავზე პარლამენტთან

ქვების სეტყვა ჟურნალისტებისა და აქციის თავზე პარლამენტთანУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
აგრესიულად განწყობილმა ტრადიციული ფასეულობების დამცველებმა პარლამენტის შენობასთან პოლიციის კორდონებსა და ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებს ქვები დაუშინეს. რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე - Sputnik-საქართველოს ვიდეოში იხილავთ ამ დროისათვის პარლამენტის წინ ტერიტორია უკვე დაიკავეს ლგბტ თემის მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც თავს ტრადიციული ფასეულობების დამცველებს უწოდებენ - მათ ფლაგშტოკიდან ჩამოგლიჯეს ევროკავშირის დროშა და დაწვეს. ამ მომენტისათვის შსს-მ მდუმარე აქციის მონაწილეების ევაკუაცია მოასწრო და ღია შეტაკება აღკვეთა. პარლამენტის შენობასთან ახლა 2 ათასამდე ადამიანი იმყოფება. მათ ევროკავშირის დროშის ნაცვლად საქართველოს დროშა და ჯვარი აღმართეს. პოლიციამ ჟურნალისტებს მიმართა თხოვნით, დაეტოვებინათ სპეცოპერაციის ტერიტორია. რუსთაველზე დარჩნენ მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები და კონტრ-აქციის მონაწილეები, რომლებიც დაშლაზე უარს ამბობენ. წინასწარი მონაცემებით, პოლიციელებს შორის არიან დაშავებულები - მათ მოხვდათ ქვები და მეტალის ნატეხები. ძალადობის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან უსაფრთხო ადგილზე მიკროავტობუსებით გადაიყვანეს.
Мой аккаунт