როგორ გამოიყენა პოლიციამ წყლის ჭავლი ცესკოს შენობასთან მომიტინგეების წინააღმდეგ - ვიდეო
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
პოლიციამ კვირას ცესკოს შენობასთან დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა, ვინაიდან ისინი რკინის ღობის დაშლას ცდილობდნენ. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო კადრები მოვლენათა ეპიცენტრიდან
აქციის დროს მისი მონაწილეები შენობაში შეჭრას ცდილობდნენ, რაც არ დაუშვა პოლიციამ, ნათქვამია შსს-ს საგანგებო განცხადებაში
ცესკოს შენობასთან სიტუაცია საღამოს გამწვავდა - პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს. ისინი ასევე რკინის ღობის გადალახვას ცდილობდნენ, რათა შენობაში შეეღწიათ
მანამდე, კვირას დღისით, რუსთაველზე პარლამენტთან მრავალათასიანი მშვიდობიანი აქცია გამართა ოპოზიციამ. მისი დასრულების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა თანამოაზრეებს ცესკოს მიმართულებით მსვლელობისკენ მოუწოდეს