ოპოზიციამ ზუგდიდში საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქცია გამართა - ვიდეო
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ოპოზიციური პარტიების აქტივისტები და მათი მხარდამჭერები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არა მარტო თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც აპროტესტებენ აქციებით. იხილეთ Sputnik საქართველოს ვიდეო, როგორ ჩაიარა აქციამ ზუგდიდში
ამ დღეებში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა ბათუმში - საოლქო კომისიასთან. ახლა ოპოზიციური პარტიების აქტივისტები და მათი მომხრეები ზუგდიდშიც გამოვიდნენ. მათ შორის იყვნენ „ევროპული საქართველოს“, „ლელოს“, „ნაცმოძრაობისა“ და სხვა პარტიების წარმომადგენლები.
აქციის მონაწილეები კენჭისყრის შედეგების გაუქმებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვდნენ.
მანამდე ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც პარლამენტში შესასვლელად ბარიერი გადალახეს, უარი თქვეს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში მონაწილეობაზე.
მანამდე ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც პარლამენტში შესასვლელად ბარიერი გადალახეს, უარი თქვეს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში მონაწილეობაზე.