პრობლემა პრობლემაზე: როგორ მიმდინარეობს კორონავირუსზე აცრა ევროპაში
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ევროპაში ეჭვობენ, რომ შვედურ-ინგლისური პრეპარატი AstraZeneca შესაძლოა იწვევდეს თრომბოზს და სისხლის შედედების დარღვევას. მანამდე მედიაში ამ ვაქცინის სერიოზული გვერდითი მოვლენების შესახებ გაჩნდა ცნობები. ჯერ-ჯერობით ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა, მაგრამ ევროპის 10 ქვეყანაში უკვე გადაწყვიტეს AstraZeneca-თი ვაქცინაციის შეჩერება მანამ, სანამ არ გამოიძიებენ არასასურველი შედეგების მქონე ყველა შემთხვევას. ამან ევროპაში ვაქცინაციასთან დაკავშირებული ისედაც მძიმე სიტუაცია მთლად გაანადგურა.