ისუნთქეთ და უყურეთ: კინოდარბაზი ავტომობილებისთვის და სპექტაკლი ღია ცის ქვეშ
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საქართველოს ხელოვნებისა და გართობის სფეროს წარმომადგენლებმა გამოსავალს მიაგნეს და პრობლემა კრეატიულად გადაჭრეს
კორონავირუსის პანდემიამ ჰაერი გადაუკეტა ხელოვნებისა და გართობის სფეროს, ვინაიდან ქვეყანაში ყველა კულტურული დაწესებულება დაიხურა. მაგრამ ნებისმიერი გამოწვევა აიძულებს ადამიანს, საკითხს შემოქმედებითად მიუდგეს და ალტერნატიული გზა იპოვოს ხალხისთვის სულიერი საზრდოს მისაწოდებლად. სწორედ ასე გაჩნდა იდეა ღია ცის ქვეშ კინოჩვენებებისა და თეატრალური წარმოდგენების გამართვის შესახებ.
შესაძლოა გაშლილ სივრცეში სცენის ჩვეული მაგია და კინოდარბაზის ატმოსფერო ცოტა დაიკარგოს, მაგრამ ამას თავისი პლიუსები მაინც აქვს: სუფთა ჰაერი, ახალ შეგრძნებები და, რაც მთავარია, კარანტინის გარეშე ზიარება ხელოვნებასთან.