პროტესტის ტალღა საქართველოში: „ნამახვან ჰესის“ მოწინააღმდეგეებმა თბილისის ცენტრი გადაკეტეს
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
„ნამახვან ჰესის“ მოწინააღმდეგეებმა სამშაბათს თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მასობრივი მსვლელობები გამართეს
საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, ხვალიდან რიონის ხეობაშ დაბრუნდნენ და იქ განაგრძონ საკუთარი მოთხოვნებისათვის ბრძოლა. მანამდე ისინი რეგულარულად მართავდნენ მსვლელობებს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში.
ოთხშაბათს, 26 მაისს აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან 16:00 საათზე, რის შემდეგაც ავტოკოლონით გაემართებიან ნამახვანში და განაგრძობენ კომპანია ENKA-ს მიერ სამშენებლო სამუშაოების წარმოების დაბრკოლებას.
„ნამახვან ჰესის“ კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები უკვე 211 დღეა გრძელდება. კვირას რეგიონებიდან შემოუერთდნენ თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას. მათ მთავრობას მოთხოვნები წაუყენეს, რომლებიც ხელისუფლებას 24 ივნისს უნდა შეესრულებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ქალაქის პარალიზებით იმუქრებოდნენ. ასეც მოიქცნენ: ორშაბათს პროტესტანტებმა რამდენიმე საათის განმავლობაში ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა გადაკეტეს.
ხელისუფლებამ ულტიმატუმის ენით საუბარს მიუღებელი უწოდა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა.