პუტინმა COVID-19-ის პირველი რუსული ვაქცინის რეგისტრაცია დააანონსა
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი რუსული ვაქცინის რეგისტრაციის შესახებ განაცხადა. მას „სპუტნიკ V“ უწოდეს. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, პრეპარატი ეფექტურია და იმუნიტეტს ამყარებს. პუტინმა ასევე თქვა, რომ მისი ერთ-ერთი ქალიშვილი ექსპერიმენტში მონაწილეობდა: ის COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრებს იკეთებდა. როგორ გრძნობდა ის თავს ვაქცინაციის შემდეგ? ვის და რა პირობებში გაუკეთებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებს? ამის შესახებ ქვეყნის ლიდერმა მთავრობის წევრებთან გამართულ სხდომაზე ისაუბრა.