ბათუმში იმ ადგილზე, სადაც სახლი ჩამოინგრა, ასობით მაშველი მუშაობს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ახალი ვიდეო კადრები კატასტროფის ადგილიდან
ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი სახლი, რომლის ერთი სადარბაზოც ჩამოინგრა, ავარიული არ ყოფილა. ამ ეტაპზე ნგრევის რამდენიმე შესაძლო მიზეზი სახელდება: გაზის აფეთქება, საყრდენი კედლების მონგრევა, ზემოდან ორი სართულის დაშენება, ლიფტის მიშენება, თუმცა ყველა ერთხმად აცხადებს, რომ სახლი ავარიული არ იყო.
შემთხვევის ადგილზე მუშაობს 200-ზე მეტი მაშველი და გამოიყენება სპეცტექნიკა. კატასტროფის ადგილი პოლიციამ შემოსაზღვრა. სავარაუდოდ, ნანგრევებში კიდევ დაახლოებით 15 ადამიანი იმყოფება. დაზარალებულთა ნაწილი უკვე გადარჩენილია. სადარბაზოში, რომელიც ჩამოიშალა, 12 ოჯახი ცხოვრობდა. ადგილობრივი ხელისუფლება მათ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას პირდება.