„შევცვალოთ მონის კოდექსი შრომის კოდექსით“: აქცია პარლამენტთან - ვიდეო
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საქართველოს პარლამენტის წინ აქცია გაიმართა შრომის ახალი კოდექსის მიღების მოთხოვნით. ნახეთ აქციის კადრები „Sputnik საქართველოს“ ვიდეოში
აქციის ორგანიზატორი, რომელშიც ორ ათეულამდე ადამიანი მონაწილეობდა, ოპოზიციური პარტია „ქართული დასი“ იყო. მასვე ეკუთვნის საკანონმდებლო ინიციატივა მშრომელთა პირობების გაუმჯობესების შესახებ.
აქტივისტებს ეჭირათ პლაკატები: „მუშა მონა არ არის“, „მონის კოდექსი შევცვალოთ შრომის კოდექსით“ და სხვ.
პარტიის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ და აქციის მონაწილეებმა პარლამენტში კანონპროექტი წარადგინეს საქართველოში შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, რომელიც დამსაქმებლისა და დაქირავებული თანამშრომლის ურთიერთობების სამართლიან რეგულირებას, მინიმალური ხელფასის გაზრდასა და ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებას ითვალისწინებს.