შობის დღესასწაულზე თბილისი აკურთხეს და „ალილო“ გამართეს - ვიდეო
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
თბილისში 7 იანვარს საშობაო მსვლელობა „ალილო“ გაიმართა, თუმცა უჩვეულო ფორმატში. კორონავირუსის პანდემიის გამო საპატრიარქომ მრავალათასიან მსვლელობაზე უარი თქვა. სასულიერო პირებმა თბილისი ავტომობილებით მოიარეს
სასულიერო პირებმა ქალაქის ქუჩები აკურთხეს, შემდეგ კი გაჭირვებულებისათვის საჩუქრები და დახმარება მოაგროვეს რესპუბლიკის მოედანზე. პანდემიამდე, როდესაც ქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა „ალილოს“ მსვლელობაში“, ნებისმიერ მსუფველს შეეძლო მათთან მისულიყო და საჩუქარი გადაეცა.
„ალილოს“ ისტორია უკვე 15 საუკუნეს ითვლის. შობას იმართებოდა მსვლელობა, რომლის დროსაც შემოწირულობა გროვდებოდა გაჭირვებულებისათვის და მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისათვის. წელს დახმარების მიტანა სამების საკათედრო ტაძარშიც იყო შესაძლებელი. დახარისხების შემდეგ, საჩუქრები გაიგზავნება ბავშვთა სახლებში, მოხუცებულთა თავშესაფრებნსა და გამოსასწორებელ დაწესებულებებში.