ტელევიზიისგან კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ გამართული აქციების გაშუქებას მოითხოვენ - ვიდეო
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა კვირას საღამოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მოიყარეს თავი
აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივ მაუწყებელს ულტიმატუმი წაუყენეს - ან ისინი აშუქებენ კოვიდ-შეზღუდვებისა და აკრძალვების მოწინააღმდეგეების პოზიციებს, ან ერთ კვირაში პროტესტი კვლავ გაგრძელდება. თუმცა რა ფორმით, ეს მათ ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ, თუმცა მათ ტელევიზიის შენობის დაბლოკვა სურთ.
აქციის მონაწილეებმა დღისით რესპუბლიკის მოედანზე აქცია გამართეს ლოზუნგით „არა კოვიდ-ტერორს!“. ისინი ასევე აპროტესტებდნენ კოვიდ-პასპორტების სისტემის შემოღებას საქართველოში. შემდეგ დემონსტრანტებმა მსვლელობა გამართეს პარლამენტის მიმართულებით, სადაც მიტინგი ჩაატარეს. ბოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობისკენ გაემართნენ.
ვაქცინაციის პროცესის სტიმულაციისათვის უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა 1 დეკემბრიდან საქართველოში კოვიდ-პასპორტების სისტემა ამოქმედდეს. სასტუმროებში, თეატრებში, კინოთეატრებში, ფიტნეს დარბაზებსა და სპა-ცენტრებში შესვლა მხოლოდ სპეციალური QR-კოდის ქონის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
კორონავირუსით საქართველოში ყოველდღიურად 50-60 ადამიანი იღუპება. გარდაცვლილთა ჯამური რაოდენობა 12 ათასს მიუახლოვდა. ამ ფონზე ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს. ყოველდღიურად, ნაცვლად 20-25 ათასისა, იცრება 5-6 ათასი ადამიანი. ვაქცინირებულ პირთა ჯამური რაოდენობა მოსახლეობის 35%-ზე ნაკლებია.