ედიშერ ჭელიძე - "ქრისტიანული ლიტერატურის ისტორია".
საუბრის თემა: დოგმატი და დოქსა I.
ლექციის მოკლე კონპექტი:
დოგმა და დოგმატი ერთი და იგივე სიტყვაა, თუმცა უმჯობესია გამოვიყენოთ დოგმატი, ვინაიდან დოგმას ათეისტურ პერიოდში უარყოფითი მნიშვნელობით იყენებდნენ.
დოგმატი, ეკლესიის მამათა გაგებით, არის უცვლელი, მყარი დებულება (ეკლესიური მოძღვრების კონტექსტში).
ანტიკურ ეპოქაში დოგმატი ნიშნავდა გადაწყვეტილებას, ბრძანებას.
იოანე დამასკელი კრძალავს მართებული ტერმინის „ქრისტეს მშობელის" გამოყენებას, იმ მოტივით რომ ეს ტერმინი ნესტორმა გამოიყენა უკეთური მოძღვრების გადმოსაცემად
დოგმატური დებულებები არის გამოცხადებითი და არა ადამინური შრომის შედეგი. ამიტომ ღვთისგან გამოცხადებული არ ექვემდებარება ადამიანურ განსჯას, შეფასებას, დაეჭვებას და ყოფით ცვალებადობას.
ღვთიურობა უდომელი ცოდნაა, ამიტომ უცდომელი ცოდნისგან ნაუწყები ასევე უცდომელია.
ეკლესიური მოძღვრება, საეკლესიო რწმენით, არის გამოცხადებითი მოძღვრება და არა პიროვნული ძალისხმევის შედეგად მოპოვებული. ამიტომ ეს გამოცხადება სრულიად უცვლელი და უმყარესია.
ფაქტიურად დოგმატია მთელი საეკლესიო მოძღვრება, რომელიც ასევე შედგება ცალკეული კერძოობითი დოგმატებისგან.
დოგმატი არის უცდომელი და უცვლელი დებულება.
დებულება არის უაღრესად ზედმიწევნითი ტერმინებით გადმოცემა აზრისა.
საეკლესიო დოგმატი არის უცვლელი, უმყარესი, ღვთივგამოცხადებული სწავლება, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ განსჯასა და ცვალებადობას არც შინაარსობრივად და არც ფორმობრივად, ისევე უცვლელია შინაარსობრივად, როგორც ტერმინოლოგიური გამოთქმით.