9 ივნისს ეროვნული ბიბლიოთეკისა და გოეთეს ინსტიტუტის გერმანულ სამკითხველო დარბაზში გაიმართა ღონისძიება ,,ნახატი-ხელნაწერი", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თბილისის მე-20-ე საჯარო სკოლისა და კერძო სკოლა ,,მთიების'' მოსწავლეებმა. იდეა ეკუთვნის ბოხუმის ხელოვანთა გაერთიანება Aspei-ის (ქართულად იკითხება როგორც ასპაი) ხელმძღვანელს ბატონ მარტინ ჰიუტელს.
ღონისძიება ჩატარდა ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში სექტემბერ-ოქტომბრის თვეში დაგეგმილი პროექტის ფარგლებში, რომელიც მოიცავს სემინარებს, პერფორმანსებს, მოხსენებებს და თანამედროვე გერმანელ, რუს, პოლონელ და ქართველ მატვართა ნამუშევრების გამოფენას. ქართველ ბავშვებს მუზეუმში დაეთმობათ ცალკე საგამოფენო სივრცე. მოგვიანებით ნახატები გამოიფინება გერმანიაში ოფენბახში კლინგსპორის მუზეუმში 2014 წლის დეკემბრიდან 2015 წლის თებერვლის ჩათვლით. ბავშვები დახატავენ და დაწერენ საგნებსა და შესაბამის სიტყებს მათი ყოველდღიური რეალობიდან.
პროექტი ატარებს პედაგოგიურ დატვირთვას, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვების მეტ ადაპტაციას საბიბლიოთეკო და სამუზეუმო სივრცესთან, მათ მიმართ არსებული დისტანციისა და ერთგვარი შიშის დაძლევას. გარდა ამისა ბავშვები პოპულარიზებას გაუწევენ ქართულ ენასა და დამწერლობას, ნახატების საშუალებით გახდიან რა მათ ადვილად აღქმადსა და გასაგებს უცხოელი დამთვარიელებლებისათვის.