Monday, 10 August, 2026г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ცივი წყლის ადუღება დაბალი წნევის პირობებში

ცივი წყლის ადუღება დაბალი წნევის პირობებშიУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ცივი წყლის ადუღება დაბალი წნევის პირობებში, სითბოს წყაროს გარეშე ხელსაწყოები და მასალები 1. ერთჯერადი სამედიცინო შპრიცი 20 მლ 2. ჭიქა წყლით (უკეთესია თბილი, დაახლოებით 50-60 გრადუს C-იანი) ექსპერიმენტის ჩატარება შპრიცში დგუშით შეიწოვე წყალი, დაახლოებით შპრიცის მოცულობის 1/8 ნაწილი. შპრიცის ხვრელი თითით მჭიდროდ დახურე, დაიკავე ვერტიკალურად და დგუში სწრაფად ასწიე ზევით. შედეგი წყალი დაიწყებს დუღილს. სითხეში გაჩნდება ბუშტები და სითხე გაცივდება. ახსნა დგუშის ზევით სწრაფად აწევისას შპრიცში ჰაერის წნევა შემცირდება. სითხიდან ინტენსიურად გამოიყოფ;ა წყლი;ს ორთქლით სავსე ბუშტები, რომლებშიც წყლის ნაჯერი ორთქლის წნევა ტოლი გახდება შპრიცში გაიშვიათებული ჰაერის წნევის და წყალი დაიწყებს დუღილს დაბალი წნევის პირობებში. ცხადია, რადგან წყალი ინტენსიურად ორთქლდება გარედან მიწოდებული ენერგიის გარეშე, ამიტომ ის დაკარგავს თავის შინაგან ენერგიას და ამიტომ გაცივდება. გამოყენება ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს მაცივრებში, სადაც ამიაკი, ეთილენ-გლიკოლი ან რომელიმე სხვა სითხე სწრაფად ორთქლდება და ცივდება. შენიშვნა: ადრე ფართოდ იყენებდნენ ფრეონს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მისი ორთქლი მოხვდებოდა თუ არა ჰაერში არღვევდა ე.წ. ოზონის შრეს, რომელიც იცავს ყველა ცოცხალ ორგანიზმს მზიდან წამოსული ჭარბი ულტრაიისფერი სხივებისაგან.
Мой аккаунт