ჰერონის შადრევნის მოქმედება
ხელსაწყოები და მასალები
1. პოლიპროპილენის, გამჭვირვალე, ელასტიკური მილი, ცარიელი Ø 5-6 მმ (გარე)
2. პლასტმასის 1,5 ლიტრიანი ბოთლი სახურავით, რომელიც შუაში უნდა იყოს გახვ
რეტილი Ø 4-5 მმ (დამატებით)
3. პიპეტის მინის მილი ან ავტოკალმის (პასტის) კორპუსის ვიწროხვრელიანი ნაწილი
4. წყლიანი ჭურჭელი (დამატებით)
ექსპერიმენტის ჩატარება
პოლიპროპილენის, გამჭვირვალე, ელასტიკური მილის ერთი ბოლო გაუყარე პლასტმასის ბოთლისსახურავის ხვრელში, ხოლო მეორეზე პიპეტის მილი წამოაცვი. ჩაასხი წყალი ბოთლში ისე, რომ ბოლომდის ნუ აავსებ. სახურავი მჭიდროდ მოახრახნე ბოთლს. ბოთლში მოთავსებული მილის ნაწილი წყალში უნდა იყოს ჩაშვებული. ჩაჰბერე პირით ჰაერი ბოთლში (უკეთესია თუ საჭირხნ ტუმბოს გამოიყენებ) და მილი სწრაფად გაათავისუფლე.
შედეგი
მილიდან წყალი შადრევანივით ამოასხამს.
ახსნა
პლასტმასის ბოთლში ჰარის წნევა გაიზრდება და გადააჭარბებს გარეშე ატმოსფერულ წნევას. ეს ჭარბი წნევა დააწვება ბოთლში სითხეს (წყალს) და ამოასხავს ბოთლიდან.
გამოყენება
საღებავების, სარეცხი სითხეებისა და სუნამოების გასაფრქვევ მოწყობილობებში.