Thursday, 20 August, 2026г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ჰისტოლოგია- ფარისებრახლო ჯირკვალი (ფარისებრახლო ჯირკვლები) / პარათიროიდული ჯირკვალი / პარათჰორმონი

ჰისტოლოგია- ფარისებრახლო ჯირკვალი (ფარისებრახლო ჯირკვლები) / პარათიროიდული ჯირკვალი / პარათჰორმონიУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ჰისტოლოგია- ფარისებრახლო ჯირკვალი (ფარისებრახლო ჯირკვლები) / პარათიროიდული ჯირკვალი / პარათჰორმონი histologia- farisebraxlo jirkvali (farisebraxlo jirkvlebi) / paratireoiduli jirkvali / parathormoni ფარისებრახლო ჯირკვლები მცირე ზომის შინაგი სეკრეციის ჯირკვლებია, რომლებიც არეგულირებს სისხლში კალციუმის შემცველობას. პარათირეოიდული ჯირკვლები წარმოდგენილია ორი ტიპის გლანდულური უჯრედით: ძირითადი (მთავარი) უჯრედებითა და ოქსიფილური (აციდოფილური, ეოზინოფილური) უჯრედებით. ძირითად უჯრედებში ჭარბადაა რიბოსომები (პოლისომები), განვითარებულია მარცვლოვანი (გრანულური) ენდოპლაზმური ბადე და გოლჯის აპარატი. ციტოპლაზმაში არსებული გრანულები შეიცავს პარათჰორმონს (პარათირეოიდულ ჰორმონს, პარათირინს, პარათირეოკრინს). ოქსიფილურ უჯრედებში უხვადაა მიტოქონდრიები, რის გამოც ის ეოზინოფილურია. პარათიროიდული ჯირკვლის რეგულაცია არ ხდება ჰიპოფიზის (ადენოჰიპოფიზის) ჰორმონებით (განსვავებით ფარისებრი, თირკმელზედა და სასქესო ჯირკვლებისაგან). მისგან პარათიროიდული ჰორმონის გამოსაყოფად საჭიროა ჰიპოკალცემია. შედეგად ის გამოიყოფა: გააქტიურდება ოსტეოკლასტები ოსტეობლასტებითა და ოსტეოპროგენიტორი უჯრედებით (ძვლის რეზორბცია), გაძლიერდება თირკმლის მილაკებით კალციუმის რეაბსორბცია და დაიწყება კალციტრიოლის გამოყოფა (კალციტრიოლი D ვიტამინის აქტიური ფორმაა) და გაძლიერდება კალციუმის აბსორბცია ნაწლავებით. პარათჰორმონის გააქტიურება ხდება ღვიძლსა და თირკმლებში. ჯირკვლის აღმომჩენი შვედი სტუდენტი ივარ სანდსტრომი იყო. აღმოაჩინა ჰიპერპარათირეოზის მქონე პაციენტში, რომელსაც ჰქონდა მაღალი არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტენზია), ოსტეოპოროზი და ძვლების პათოლოგიური მოტეხილობა, ნეფროკალცინოზი, ნეფროლითიაზი (შარდ-კენჭოვანი დაავადება, კენჭები თირკმლებში), კუჭის წყლული. საძიებო: ენდოკრინული სისტემის ჰისტოლოგია, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ჰისტოლოგია, ფარისებრახლო ჯირკვლის მორფოლოგია, ჰისტოლოგიის ატლასი (ჰისტოლოგიის ვიდეოატლასი), farisebraxlo jirkvlebi (paratiroiduli jirkvali, parathormoni, paratireoiduli hormoni, kalciumi, hipokalcemia, histologia, histologiis atlasi, mtavari ujredebi, oqsifiluri ujredebi).
Мой аккаунт