Wednesday, 12 August, 2026г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ქართული კინოავანგარდის ბედი: ხეზე ჯდომიდან „ნარინჯის ველამდე"

ქართული კინოავანგარდის ბედი: ხეზე ჯდომიდან „ნარინჯის ველამდე"У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
გოგი გვახარიას ლექცია 27/11/2014 „თქვენ პოეტებო!.../გაგაცლით ღმერთებს/რუსთაველის თანდამატებით/ ანდამატივით საფლავებში რომ გექაჩებათ/ვეფხვის ტყავიდან/საკუთარიც აღარ დაგრჩებათ.../შარვლებიდან გადაშვებულ/სქელი მუცლებით/ პოეზიაში გაქანებას რომ გვედავებით/სამზარეულოს რაინდები/თქვენ ხართ უძლევი/გასტრონომიის ვიტრინებში ღორისთავივით“ ასეთი ლექსებით დაიწყო ნიკოლოზ შენგელაიამ და გააგრძელა კიდეც მომავალში - „ხულიგნობა” ამჯერად კინოში. ქართველი კინორეჟისორების ის თაობა, რომელმაც ფილმების გადაღება უხმო კინოს ეპოქაში დაიწყო, ანგრევდა არა მარტო რევოლუციამდელი კინემატოგრაფის კლიშეებს (რომელთაც „ბურჟუაზიულს” უწოდებდა), არამედ კულტურის ტრადიციებსაც - აქტიურად მიმართავდა პროვოკაციას და ამისთვის ახალი ხელოვნების ყველა საშუალებას იყენებდა. მაშ რა ხდება 30-იან წლებში? როგორ გადაიქცა “ელისოს” ავტორი “ნარინჯის ველის ავტორად”?, “საბას” რეჟისორმა სტალინური ფილმების მთელი სერია გადაიღო, “ჯიმ შვანთეს” კი “ვალერი ჩკალოვი” მოჰყვა? რა დაემართა ქართულ კინოავანგარდს სტალინის ეპოქაში? და რამ განაპირობა ეს ცვლილებები? ლექცია ჩატარდა „ფრონტლაინ ჯორჯია” კლუბის პროექტის, „ღია პლატფორმა", ფარგლებში. პროექტი ხორცილედება ამერიკის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით.
Мой аккаунт