Sunday, 09 August, 2026г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ლია ნაროუშვილის შემოქმედებითი საღამო ზუგდიდში.

ლია ნაროუშვილის შემოქმედებითი საღამო ზუგდიდში.У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
აფხაზეთის ტკივილი და სპექტაკლი „ფეხშიშველა ჩიტები“- სწორედ ამით დაიწყო ემიგრანტი ქართველი პოეტის ლია ნაროუშვილის შემოქმედებითი საღამო კულტურის ცენტრ „ოდიშში“. სცენარი თავად პოეტს ეკუთვნის, რომელიც მან ემიგრაციაში დაწერა და დადგა კიდეც, სადაც დედის როლიც მოირგო და მაყურებლის წინაშე ასე წარსდგა.საღამო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კულტურის ცენტრ „ოდიშის“ ორგანიზებით მოეწყო.ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურის ცენტრ „ოდიშის“ კოლექტივები: ოდოია, ჩელა და ცისკარი, რომლებმაც სხვადასხვა რეპერტუარი შესთავაზეს მოწვეულ სტუმრებს. ასევე მონაწილეობდნენ სენაკის ქალთა ტრიო,მ/ ა სასახლის შემოქმედებითი ჯგუფები, შალვა დადიანის სდახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობები, მიმი და ბაღი „ნინის“ აღსაზრდელები.ღონისძიებას უძღვებოდა მიშიკო ბუაძე.დიდ ეკრანზე კი ნაჩვენები იყო აფხაზეთის კადრები, რაც საღამოს კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა.ღონისძიებას ესრებოდნენ პოეტის მეგობრები, პოეტები ერეკლე საღლიანი, ჯუმბერ გოგრიჭიანი და იურიდიულ მეცნიერებატა დოქტორი, პროფესორი გივი ლობჟანიძე. საზოგადოება ზუგდიდელმა ლია ნაროუშვილს საპატიო ზუგდიდელის წოდება მიანიჭა.ღონისძიების მეორე ნაწილი პოეტის შემოქმედებას და მისი ახალი „წერილები ზუგდიდს“ პრეზენტაციას დაეთმო. საღამოს მონაწილეებმა ლია ნაროუშვილის ლექსები და წერილები წაიკითხეს. ემიგრანტ პოეტს დიდი ხნის ოცნება აუსრულდა, საკუთარ ფესვებს დაუბრუნდა. მრავალი წელი უცხო მიწაზე ქართულ სიტყვას თესავდა და ამრავლებდა, იქ დარჩენილ ქართველების შვილებს წარსული რომ არ დაეკარგათ. დღეს კი მშობლიურმა კუთხემ დიდი ხნის უნახავი პოეტი თბილად ჩაიკრა გულში და დაუვიწყარი წუთები აჩუქა. ღონისძიების დასასრულს, დარბაზში მყოფ ყველა სტუმარს მისი ახალი კრებული საჩუქრად გადაეცა. პოეტის ბიოგრაფიაში კიდევ ერთი ლამაზი და საინტერესო თარიღი ჩაიწერა. მონატრებულ მკითხველთან შეხვედრამ მის ცხოვრებას ერთი ლამაზი დღე შეჰმატა.
Мой аккаунт