მუსიკალურ--ქორეოგრაფიულ ცენტრ ,,ოდიშის" კულტურის სახლში ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლასთან არსებული ლერი მოსიას სახელობის ანსამბლ კოლხას შემოქმედებითი საღანმო გაიმართა. ღონისძიებაში კოლხას ამჟამინდელმა თაობამ მიიღო მონაწილეობა.ანსამბლი 30 წელია არსებობს და ამ ხნის მანძილზე მონაწილეობა მიღებული აქვს როგორც საქართველოში, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში საერთაშორისო ფესტივალებზე, არის გრამ-პრისა და მრავალგზის ჯილდოს მფლობელი. შემოქმედებით საღამოზე წარმოდგენილი იყო ხალხური ცეკვები: აჭარული, მთიულური, კაური, მთიელთა როკვა და სხვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის წევრები,ცნობილი ქორეოგრაფები.სცენაზე ერთმანეთის მონაცვლეობით წარმოდგენილმა ხალხურმა ცეკვებმა მაყურებლის ოვაციები და მოწონება დაიმსახურა. ანსამბლს დაარსების დღიდან დღემდე ქორეოგრაფები ემირ, დათა და ინეზა ნადარეიშვილები ხელმძღვანელობენ. კოლხას რეპერტუარი წარმოდგენილი იყო იმ ცეკვებით, რომლითაც ანსამბლი საზღვარგარეთ გასტროლებზე გადის. რამდენიმე თვის წინ ლერი მოსიას სახელობის ქორეოგრაფიულ სტუდია ,,კოლხას" ანსამლს საბავშვო სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლის წოდება მიენიჭა. ანსამბლი საზღვარგარეთ გასტროლებისთვის ემზადება."კოლხამ" საკუთარი შემოქმედება ზუგდიდელებს კიდევ ერთხელ უჩვენა და სცენაზე ქართული ხალხური ცეკვების ზეიმი მოაწყო. ანსამბლი სექტემბრიდან სერიოზულ მუშაობას აგრძელებს და მაყურებელს არაერთ საინტერესო და სასიამოვნო ღონისძიებას პირდება.
2013-06-24