ჟურნალისტებმა და ოპოზიციონერებმა ორშაბათს დაცვის ზოლი გაარღვიეს და პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ დეპუტატებთან შეხვედრის მოთხოვნით. პლენარული სხდომა ჩაიშალა. დაწვრილებით - იხილეთ ვიდეო
სპიკერის ადგილი დაიკავეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა თინათინ ბოკუჩავამ, ელენე ხოშტარიამ, ლელა ქებურიამ, ხათუნა სამნიძემ, ანა ნაცვლიშვილმა, რომლებმაც ტრიბუნაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოფინეს. ტრიბუნიდან ისინი მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ.
პარლამენტში შეჭრამდე, ჟურნალისტებმა საერთო განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ საპროტესტო აქციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, გაგრძელდება. ამის მიზეზი „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება გახდა, რომელსაც „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ ფიზიკურად. დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს იმის გამო, რომ საკუთარი მოქალაქეები არ დაიცვა არეულობის დროს.