ტრიბუნისათვის ბრძოლა პარლამენტში: ოპოზიციამ სხდომა ჩაშალა - ვიდეო
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ორშაბათს ოპოზიციური მედიისა წარმომადგენლებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტში სხდომა ჩაშალეს. ისინი მოითხოვდნენ მთავრობის გადადგომას ჟურნალისტის გარდაცვალების გამო, რომელსაც 5 ივლისს „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ
ჟურნალისტები სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ. პარლამენტის სპიკერის ადგილი დაიკავეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა თინათინ ბოკუჩავამ, ელენე ხოშტარიამ, ლელა ქებურიამ, ხათუნა სამნიძემ და ანა ნაცვლიშვილმა. მათ ტრიბუნაზე საქართველოს და ევროკავშირის დროშები გამოფინეს და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.
მანდატურებმა გარკვეული დროის შემდეგ დარბაზში წესრიგის დამყარება შეძლეს. ოპოზიციის ლიდერების ნაწილი შენობიდან ძალით გაიყვანეს.