Wednesday, 14 May, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

პოლიცია ორ ცეცხლს შუა თბილისში: აქცია და კონტრაქცია რუსთაველზე

პოლიცია ორ ცეცხლს შუა თბილისში: აქცია და კონტრაქცია რუსთაველზეУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია - პოლიცია ცდილობს ორი აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება არ დაუშვას. პოლიციის კორდონები რამდენიმე რიგად განლაგდა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო მოვლენათა ეპიცენტრიდან აგრესიულად განწყობილი ტრადიციების დამცველები პერიოდულად ცდილობენ პარლამენტამდე მიღწევას, სადაც გუშინდელი არეულობების დროს დაშავებულთა სოლიდარობის ნიშნად მდუმარე აქცია მიმდინარეობს. შსს-მ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, არ დაარღვიონ კანონი. პარლამენტთან მდუმარე აქცია 5 ივლისის მოვლენების შემდეგ დაიგეგმა, რომელსაც შეურთდა ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“. გუშინ „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს და აქციაზე მისულ ახალგაზრდებს, შეიჭრნენ „თბილისი პრაიდის“ ოფისში და ახალგაზრდულ ორგანიზაციაში „სირცხვილია“. თავდასხმის შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 53 ჟურნალისტია. ამ მომენტისათვის პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 8 ადამიანი, ხოლო 3 - ჟურნალისტებზე თავდასხმისათვის, რომელთაგან ორი წარსულში ნასამართლევია. რუსთაველზე სიტაუცია კვლავ დაძაბულია - ორივე მხარეს ათასობით ადამიანია შეკრებილი.
Мой аккаунт