Tuesday, 13 May, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

პოზნერი თბილისდან გააგდეს: როგორ ჩაუშალეს რუს ჟურნალისტს დაბადების დღე

პოზნერი თბილისდან გააგდეს: როგორ ჩაუშალეს რუს ჟურნალისტს დაბადების დღეУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ცნობილი რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი 31 მარტს ეწვია საქართველოს, რათა თავისი 87–ე დაბადების დღე აღენიშნა. იხილეთ „Sputnik საქართველოს“ ვიდეო, როგორ ჩაუშალეს მას დღესასწაული ვლადიმირ პოზნერსა და მის თანმხლებ სტუმრებს საქართველოს დატოვება დილაადრიან მოუხდათ ქვეყანაში აგორებული სკანდალის გამო. ჟურნალისტი რესტორან „ვინოტელში“ ვახშმობდა მასთან ერთად ჩამოსულ კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად, როდესაც ქუჩაში აქტივისტები შეიკრიბნენ და უკიდურესი ფორმით გააპროტესტეს მანამდე პოზნერის მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები. გარდა ამისა, პროტესტანტებმა შრომის ინსპექციას მიმართეს საჩივრით, რომ რესტორანი პანდემიის გამო დაწესებულ „კომენდანტის საათს“ არღვევდა. აქციის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ჩამოსული სტუმრები პოლიციის დაცვით გადაიყვანეს სასტუმრო „რუმსში“, რომელსაც აქტივისტებმა კვერცხები დაუშინეს. ვლადიმირ პოზნერი და მისი თანმხლები პირები ადრიანი დილით გაფრინდნენ საქართველოდან.
Мой аккаунт