Wednesday, 14 May, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

რუსეთმა მსოფლიოში პირველმა დაარეგისტრირა კორონავირუსის ვაქცინა

რუსეთმა მსოფლიოში პირველმა დაარეგისტრირა კორონავირუსის ვაქცინაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსის მსოფლიოში პირველი ვაქცინის რეგისტრაციის შესახებ ისაუბრა. პრეპარატი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა შეიმუშავეს და „სპუტნიკ V“ უწოდეს. ვაქცინამ წარმატებით გაიარა ტესტირება მოხალისეებზე, რომლის მონაწილეებმაც აღნიშნეს, რომ თავს კარგად გრძნობდნენ და გვერდითი ეფექტები არ შეუმჩნევიათ. მედიკოსების თქმით, ყველა მოხალისეს გამოუმუშავდა COVID-19-ის მიმართ იმუნიტეტი, პრეპარატმა კი − საკუთარი უსაფრთხოება დაადასტურა. ახალი რუსული წამლით დაინტერესდნენ ბევრ ქვეყანაში, ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა სახელმწიფოებში პრეპარატების ტესტირებასთან და გაყიდვაში ჩაშვებასთან დაკავშირებით. თავდაცვის სამინისტროს და გამალეის სახელობის ცენტრის გარდა, ვაქცინის შექმნაზე მუშაობდა კიდევ ორი რუსული კომპანია − ნოვოსიბირსკის ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის ფედერალური სამსახური „ვექტორი“, რომელმაც დაიწყო ადამიანებზე სამი სხვადასხვა პრეპარატის ტესტირებები, და ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა სანქტ-პეტერბურგიდან. მოსალოდნელია, რომ პრეპარატების პირველი სამი პარტია რუსეთის მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციისათვის აგვისტოს შუა პერიოდშივე გამოჩნდება.
Мой аккаунт