სამოქალაქო აქტივისტები უკვე მესამე დღეა პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავენ
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მესამე ღამეს ათენებენ საქართველოს პარლამენტის შენობასთან კარვებში და პარლამენტის პირველ სესიამდე არ აპირებენ დაშლას.
ისინი მხარს უჭერენ ოპოზიციური პარტიების აზრს, რომ არჩევნები გაყალბდა და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. აქციების მესამე საღამოს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მცირედი დაპირისპირება მოხდა კარვებთან დაფების და სადგამების შეტანის მცდელობის გამო. ერთი საათის შემდეგ კონფლიქტი ამოიწურა, ამ დროისათვის პარლამენტთან მშვიდი გარემოა.