Tuesday, 25 August, 2026г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

როგორ ცდილობდა ოპოზიცია საკრებულოს სხდომის ჩაშლას ბათუმში - ვიდეო

როგორ ცდილობდა ოპოზიცია საკრებულოს სხდომის ჩაშლას ბათუმში - ვიდეოУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ოპოზიციონრები, რომლებმაც ზუგდიდის საკრებულოში უმრავლესობა მოიპოვეს, პარასკევს ძველი მოწვევის სხდომის ჩაშლას შეეცადნენ, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობდა „ნაცმოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ წყვეტენ პროტესტს ბათუმში და ბათუმის საკრებულოს წინა მოწვევის მიერ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შეჩერებას ცდილობენ. საკრებულოს სხდომა შეწყდა ახალი მოწვევის დეპუტატ მირდატ ქამადაძის მიერ უსიამოვნო სუნის მქონე ნივთიერების მოფრქვევის შედეგად. „მე სითხე დავღვარე სხდომათა დარბაზში, რომელიც ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოა, თუმცა მკვეთრი სუნი აქვს და იქ გაჩერება შეუძლებელი იყო“, - განუცხადა ჟურნალისტებს ქამადაძემ. პოლიციამ ოპოზიციის წარმომადგენლები ძალით გაიყვანა დარბაზიდან, თუმცა აქცია ქუჩაში გაგრძელდა, ხოლო საკრებულომ მაინც დაამტკიცა 2022 წლის ბიუჯეტი. ანალოგიური სიტუაცია იყო ზუგდიდშიც, სადაც, მიუხედავად პროტესტისა, საკრებულოს წინა მოწვევამ მაინც დაამტკიცა 2022 წლის ბიუჯეტი.
Мой аккаунт