ზუგდიდში პოლიციამ მომიტინგე ოპოზიციონერები დააკავა - ვიდეო
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ოპოზიციონრები, რომლებმაც ზუგდიდის საკრებულოში უმრავლესობა მოიპოვეს, პარასკევს ძველი მოწვევის სხდომის ჩაშლას შეეცადნენ, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობდა
ოპოზიციონრები დილიდან ყველაფერს ცდილობდნენ სხდომის ჩასაშლელად. ისინი იყენებდნენ სასტვენებს და უსიამოვნო სუნის მქონე ნივთიერებას. მომიტინგეების თქმით, ხელისუფლებას ეშინია, რომ ახალი მოწვევის საკრებულო მეორედ არ დაამტკიცებს ბიუჯეტს. ამ შემთხვევაში, კანონის მიხედვით, უნდა დაინიშნოს საკრებულოს დეპუტატებისა და ქალაქის მერის განმეორებითი არჩევნები.
პარლამენტის დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანი წითლიძე და სხვა ოპოზიციონრები, როლებიც საკრებულოს სხდომის ჩაშლას ცდილობდნენ, სხდომათა დარბაზიდან პოლიციამ ძალით გაიყვანა.